არჩევნებს გააყალბებენ - გუბაზ სანიკიძე
არჩევნებს გააყალბებენ - გუბაზ სანიკიძე

A+ A-

12:28 23/10/2020
ბიძინა ივანიშვილის უმაღლესი ხარისხის უნამუსობიდან გამომდინარე, არჩევნების გაყალბება მოსალოდნელია. ამის შესახებ "2020NEWS"-თან საუბრისას საარჩევნო კოალიციის - „ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშიას“ სიის მე-16 ნომერმა, გუბაზ სანიკიძემ განაცხადა.
 
მისივე თქმით, "ქართული ოცნება" სასოწარკვეთის მაღალ დონეზეა და მოსალოდნელია, რომ მათი მხრიდან არჩევნების გაყალბება მოხდეს.
 
"ბიძინა ივანიშვილის უნამუსობის უმაღლეს ხარისხსა და "ქართული ოცნების" სასოწარკვეთის მაღალ დონეს თუ გავითვალისწინებთ, მოსალოდნელია, რომ არჩევნები გააყალბონ, თუმცა არ დაავიწყდეთ, რომ ქართველი ხალხი ამას არ დაუშვებს და 31 ოქტომბრის შემდეგ ყველაფერი შეიცვლება და "ოცნებას" ერთად გავაცილებთ სახლში", - ამბობს სანიკიძე.
 
შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება. ოპოზიციაში ეჭვს გამოთქვამენ, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ გაყალბებისთვის ემზადება.
 
ხატია მამულია