ყველა მძევალი თავისუფალია - თავდამსხმელმა, მოთხოვნილ თანხასთან ერთად, „საქართველოს ბანკის“ შენობა დატოვა
ყველა მძევალი თავისუფალია - თავდამსხმელმა, მოთხოვნილ თანხასთან ერთად, „საქართველოს ბანკის“ შენობა დატოვა

A+ A-

22:32 21/10/2020

თავდამსხმელმა გახსნილი ხელყუმბარით ხელში, 3 მძევალთან ერთად, „საქართველოს ბანკის“ ტერიტორია პოლიციის მანქანითა და ფულის ტომრით დატოვა. პოლიციის მიერ თანხის მიტანის შესახებ ინფორმაციას ადასტურებს მძევალი ირაკლი კვარაცხელია საკუთარი ფეიბუქპოსტით. თუმცა, გავრცელდა მეორე ინფორმაცია, რომ თავდამსხმელი ჩაბარდა პოლიციას.

ამ ეტაპზე დაზუსტებული ინფორმაცია არ არსებობს, გარდა იმისა, რომ ყველა მძევალი თავისუფალია გარდა, იმ 3 მძევლისა, რომელიც თავდამსხმელს თან გაყვა შენობიდან.

ვერსია ორია, ხოლო როგორც კადრებიდან ჩანდა, შენობიდან გამოსვლის დროს, თავდამსხმელს ხელყუმბარიანი ხელი აწეული ჰქონდა. ფარად ყავდა გამოყენებული 3 მძევალი. საჭესთან ერთ-ერთი მძევალი დასვა, თავად უკანა სავარძელზე მოთავსდა.
ამის შემდეგ პოლიციის „პიკაპმა“ „საქართველოს ბანკის“ ტერიტორია დატოვა. და სხვა შენობასთან გაჩერდა.

ამ ეტაპზე ძალიან მწირი ინფორმაცია ვრცელდება შემთხვევის ადგილიდან, ნახევარი საათით ადრე კი, დაცვის პოლიციის მანქანა გაჩერდაბანკის შენობის წინ და სავარაუდოდ, სწორედ ამ მანქანით მიუტანეს თანხა თავდამსხმელს.

დადასტურებულად ცნობილია ის, რომ მძევლების დიდ ნაწილს ბანკის შენობა დატოვებული აქვთ. რომელი მძევლები გაიყოლა თან თავდამსხმელმა, უცნობია.
რამდენიმე წუთის წინ მძევალმა ირაკლი კვარაცხელიამ,, ვისი მეშვეობითაც თავდამსხმელი მედიას უკავშირდებოდა, პოსტი გამოქვეყნა, სადაც ამბობს, რომ 3 კაცის გარდა, ყველა მძევალი თავისუფალია, პოლიციის წარმომადგენელმა ფული მიიტანა ბანკში და თავდამსხმელი რამდენიმე მძევალთან ერთად დატოვებს ბანკის შენობასო.

ცნობისთვის, „ქართული მარშის“ წევრი გიორგი გაბედავა, რომლის ბიძაშვილი ზუგდიდში, „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებულ ტერორისტს ჰყავდა მძევლად აყვანილი, აცხადებდა, რომ კვარაცხელიას მძევალთან კარგი ურთიერთობა აქვს.
„სხვათაშორის, ბანკიდან გამოტანილი ინფორმაცია მაქვს, ირაკლი კვარაცხელია ძალიან ახლოსაა თავდამსხმელთან და ეს არ უნდა იცოდეს გამოძიებამ?“, - განაცხადა გაბედავამ ჟურნალისტებთან.

შეიარაღებული თავდამსხმელის მიერ მძევლად აყვანილი, „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტის, ირაკლი კვარაცხელიას შესახებ ინფორმაცია და ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან გადაღებული ფოტო სწორედ გიორგი გაბედავამ გამოაქვეყნა.
„იცანით, ნაცების პროვოკატორი ირაკლი კვარაცხელია ? 4 დღის წინ ჩემს ოფისთან რომ იყო პროვოკატორი, ეს დაუკავშირდა მთავარ არხს ლაივით და ბანკში შევარდნილი დამყაჩაღებლის მოთხოვნები გააცნო! გამოძიებას სძინავს ?“, - წერს გაბედავა სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, დაახლოებიტ დღის 14:30 საათისთვის, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ შენობაში მძარცველი შეიჭრა და მძევლები აიყვანა. თავდამსხმელი 500 ათას ამერიკულ დოლარს, ვერტმფრენსა და გზის გათავისუფლებას ითხოვდა. მას რამდენიმე საათის განმავლობაში, ხელში გახსნილი ხელყუმბარა ეჭირა და 19-მდე ადამიანი ჰყავდა მძევლად აყვანილი.