გიორგი გახარია ბიზნესმენებს ხვდება
გიორგი გახარია ბიზნესმენებს ხვდება

A+ A-

14:22 20/10/2020

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია კერძო სექტორის წარმომადგენლებს ხვდება. როგორც ცნობილია, მთავრობის მეეთაურმა ბიზნესმენებთან შეხვედრა გუშინ დააანონსა.

როგორც შეხვედრამდე სექტორის წარმომადგენლებმა განაცხადეს, მათ მთავრობის მეთაურთან რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხის განხილვას გეგმავენ.  

„მე როგორც ყოველთვის ბევრ საკითხს დავაყენებ. მთავარი ჩვენთვის არის, ვინც ძირითადად საცალო ვაჭრობაში, ჰორეკა ბიზნესში, ანუ ტურიზმის ბიზნესში ვართ, რომ გაგრძელდეს ის შეღავათები, რაც არის დაწესებული. საუბარია საგადასახადო შეღავათებზე, ესაა ქონების გადასახადი, საშემოსავლო გადასახადი და ა.შ. სასტუმროების ბიზნესის მიმართულებით, სახელმწიფო ახლა ძალიან დიდ სუბსიდიას აკეთებს, სესხის პროცენტს იხდის 70 პროცენტს სახელმწიფო და რამდენად მოხერხდება ამის გაგრძელება არ ვიცი. ამ საკითხსაც წამოვევთ, რა თქმა უნდა. ანუ, სესხის პროცენტის სუბსიდია“,  – განუცადა ჟურნალისტებს ბიზნესმენმა ლაშა პაპაშვილმა.