ძალიან ვერაგი ვირუსია - კოვიდინფექცია პარლამენტის კიდევ ერთ მოქმედ დეპუტატს, ნინო წილოსანს დაუდასტურდა
ძალიან ვერაგი ვირუსია - კოვიდინფექცია პარლამენტის კიდევ ერთ მოქმედ დეპუტატს, ნინო წილოსანს დაუდასტურდა

A+ A-

11:27 19/10/2020

კოვიდინფექცია პარლამენტის კიდევ ერთ მოქმედ დეპუტატს, ნინო წილოსანს დაუდასტურდა. დეპუტატმა კოვიდტესტის პასუხი დღეს შეიტყო.

„კოვიდ დადებითთა სიას მეც შევუერთდი, პასუხი დღეს მოვიდა... ახლა ყველაზე მეტად ჩემს ირგვლივ მყოფები მადარდებს და მეფიქრება, ეს ის პასუხისმგებლობაა, რაც ყველას უნდა გვახსოვდეს.

მიუხედავად იმისა, რომ ყველა რეკომენდაციის დაცვით ვცდილობდი ფრთხილად ვყოფილიყავი, ფაქტია, რომ ძალიან ვერაგი ვირუსია.

კიდევ ერთხელ გთხოვთ, გამოვიჩინოთ განსაკუთრებული ყურადღება, გავუფრთხილდეთ ჩვენს მშობლებს და ირგვლივ მყოფ ადამიანებს“, - წერს წილოსანი სოციალურ ქსელში.

ცნოიბისთვის, „კოვიდ-19“ დაუდასტურდათ საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარეს, გენადი მარგველაშვილსა და მის შვილს.

როგორც მარგველაშვილმა “2020NEWS“-თან საუბარისას აღნიშნა,  ახლა ორივე მათგანი სახლში მკურნალობს. დაინფიცირების წყარო მათთვის უცნობია.

შეგახსენებთ, პარლამენტის აპარატის ოთხი თანამშრომელი თვითიზოლაციაშია.