ვინ მოხვდა ხაზარაძის "მარშალის" ოცეულში? - "2020NEWS"-ის ექსკლუზივი "ლელოს" კულუარებიდან
ვინ მოხვდა ხაზარაძის "მარშალის" ოცეულში? - "2020NEWS"-ის ექსკლუზივი "ლელოს" კულუარებიდან

A+ A-

19:34 30/09/2020

N5 - ირაკლი კუპრაძე, N8 - ფიქრია ჩიხრაძე, რიგითობის გარკვევა ვერ მოვახერხეთ, მაგრამ დაზუსტებული და ექსკლუზიური ინფორმაციით, ათეულში ასევე იქნებიან: გრიგოლ გეგელია, ბექა მიქაუტაძე  და კახა კოჟორიძე - ასე დააკომპლექტა მამუკა ხაზარაძემ თავისი „მარშალის“ გუნდის ათეული, რომელსაც დღეს, საღამოს 20 საათზე ოფიციალურად წარადგენს.

ახალგაზრდა პოლიტიკური გაერთიანების,  რომელიც მესამე პოლიტიკურ ცენტრად  ჩამოყალიბებას გეგმავს, სიის პირველ-მეორე ნოიმრებად  პარტის ლიდერებს -  მამუკა ხაზარაძესა და  ბადრი ჯაფარიძეს რომ ვიხილავდით,  ხოლო N3  პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი იქნებოდა, სიახლე არავისთვის ყოფილა.

ინტრიგა უკვე. საარჩევნო სიის მე-4 ნომრიდან იწყებოდა და ეს N4 , მედიით გაჟღერებული ინფორმაციის თანახმად,  ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, პოლიტსაბჭოს წევრი  ანა ნაცვლიშვილი იქნება.

გასაიდუმლოებული ათეულის დანარჩენი წევრების შესახებ ზუსტი ინფორმაციის მოპოვება „2020NEWS“-მა მაინც შეძლო.

როგორც უკვე აღვნიშნეთ - პირველ ათეულში მეორე ქალი „ლელო საქართველოსთვის" სამგორის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ექსპრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის თანაგუნდელი ფიქრია ჩიხრაძე იქნება, რომელიც საარჩევნო სიაში მე-8 ადგილს დაიკავებს.  

როგორც ჩანს, თავად მე-4 პრეზიდენტმა  „ლელოსთან“ გაერთიანება გადაიფიქრა და მხოლოდ თავისი თანაგუნდელები „გაიმეტა“ მამუკა ხაზარაძის პოლიტიკური თანაგუნდელობისთვის. თუმცა, შესაძლოა, ყველაფერი მოხდეს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, „2020NEWS“-ის ექსკლუზიური და დაზუსტებული ინფორმაციით, „ლელოს“ სიის მე-5 ნომრად  ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი კუპრაძე სახელდება.  

პირველ ათეულში ვიხილავთ ხაშურსა და ქარელში მაჟორიტარობის კანდიდატს, კახა კოჟორიძესდა რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს,  გრიგოლ გოგელიას.   

დაუზუსტებელი ინფორმაციით, სიის პირველ ათეულს გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიგლა მიქაუტაძე დაასრულებს.

ახლა კი, ოფიციალურ წარდგენამდე, „2020NEWS“-გან  გაცხადებული ათეულის შემდეგ, „მარშალის“ ოცეულზეც გადავიდეთ.

სააგენტოს ექსკლუზიური ინფორმაციით, ოცეულში მოხვდებიან: ყოფილი მემარჯვენე  და ფიქრია ჩიხრაძის თანაგუნდელი მამუკა კაციტაძე, ასევე მამუკა ხაზარაძის ფინანსური მარჯვენა ხელი - კახა ხაზარაძე.  

პირველი ოცეულში ასევე იქნებიან გურიის მაჟორიტარობის კანდიდატი  გიორგი სიორიძე,  მთაწმინდა-კრწანისის მაჟორიტარობის კანდიდატი საბა ბუაძე და  პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი თაზო დათუნაშვილ.

ფაქტია, პარტია მკაცრად იცავს განსხვავებული სქესის კვოტირების საკითხს, თუმცა, როცა  ათეულში მხოლოდ 2 ქალი ხვდება,  ეს ამბავი პოლიტიკურად გაცხადებულ და დელეგირებულ მიდგომას, რომ „ლელოსთვის“ ქალთა პრობლემები მნიშვნელოვანია და ყურადღება ექცევა, ცოტა ჩრდილს აყენებს.

გუნდის ათეულს თუ გადავხედავთ, კიდევ ერთი მომენტია თვალშისაცემი, ხაზარაძემ მაჟორიტარობის  ფავორიტი კანდიდატები (ნაცვლიშვილი და კუპრაძე, შემდეგ უკვე კოჟორიძე-გეგელია-მიქაუტაძე) სიითაც გადააზღვია, თუ ისინი სამაჟორიტარო ოლქებში გამარჯვების "ლელოს" ვერ დადებენ. თუმცა, ეს გადაზღვევაც იმ შემთხვევაში იმუშავებს, თუ "ლელოს" რეალური რეიტინგი მართლა ორნიშნა რიცხვია, როგორც ამას სიის პირველი ნომერი აცხადებს.

ცნობისთვის,  პოლიტიკური გაერთიანება "ლელო საქართველოსთვის" დღეს 30 სექტემბერს,  20:00 საათზე, პარტიული  სიას წარადგენს.  პრეზენტაცია  ეროვნული მუზეუმის ეზოში გაიმართება.

რუსა მუმლაძე