ლარი დიდი ნახტომით - 8.19 თეთრით გამყარდა
ლარი დიდი ნახტომით - 8.19 თეთრით გამყარდა

A+ A-

17:04 30/09/2020

30 სექტემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.2059 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 3.2878 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში 8.19 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.7560 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.8415 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 8.55 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.4126 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 4.1212 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 1 ოქტომბერიდან შევა ძალაში.