ხელისუფლება ახალისებს ძალადობას ნებისმიერი მხრიდან - ხუხაშვილი მარნეულის დაპირისპირებასა და ჟურნალისტების ცემაზე
ხელისუფლება ახალისებს ძალადობას ნებისმიერი მხრიდან - ხუხაშვილი მარნეულის დაპირისპირებასა და ჟურნალისტების ცემაზე

A+ A-

16:58 30/09/2020

დანაშაულის დაუსჯელობით ხელისუფლება ახალისებს ძალადობას. აცხადებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი „2020NEWS“- თან საუბრისას.

ის მარნეულში ჟურნალისტის ცემის ფაქტს ეხმიანება და დანაშაულში ეჭვმიტანილების დასჯას ითხოვს.

„ჩვენ ვხედავთ ნაცემ ჟურნალისტს და უკვე გუშინ უნდა ყოფილიყო დაკავებული დანაშაულში ეჭვმიტანილი პირი. ნაცვლად ამისა, ხელისუფლების მხრიდან გვესმის, რომ ანგელოზ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს მიუვარდა ვიღაც და ისინი იქით ცემა. ფაქტები ამის საწინააღმდეგოდ მეტყველებს.

მე შორს ვარ იმ აზრისაგან, რომნაციონალური მოძრაობისან სხვა ოპოზიციური პარტიების წევრები ძალიან დავარცხნილები არიან და ძალადობაზე ხელი არ წაუცდებათ, მაგრამ ხელისუფლების მოვალეობაა, დასაჯოს ყველა, ვინც იძალადებს.

ხელისუფლების პროპაგანდა იწყებს ინტერპრეტირებას ისე, როგორც თვითონ აწყობს და დასჯამდე არ მიდის არაფერი, ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლება ახალისებს ძალადობას ნებისმიერი მხრიდან“ , - აცხადებს გია ხუხაშვილი.

შეგახსენებთ, გუშინ, მარნეულში „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“
 ადგილობრივ მხარდამჭერებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ნაცემი არიან: „მთავარი არხის“ 2 ჟურნალისტი და 2 ოპერატორი, ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორი. ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

ირინა მაკარიძე