საქართველოში კორონავირუსით 35-ე პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში კორონავირუსით 35-ე პაციენტი გარდაიცვალა

A+ A-

18:44 29/09/2020

საქართველოში კორონავირუსის დიაგნოზით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსით 35 ადამიანია დაღუპული.

როგორც ცნობილია, მკურნალობის კურსს ქუთაისში “კლინიკა ბომონდი”-ს კოვიდცენტრში გადიოდა.

82 წლის ქალბატონი კლინიკაში 15 სექტემბერს შეიყვანეს.

“პაციენტს ორმხრივ პნევმონიასთან ერთად სუნთქვის მწვავე უკმარისობა აღენიშნებოდა. ჰქონდა გულის იშემიური დაავადება და შაქრიანი დიაბეტი. იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე. კლინიკაში შემოყვანის მომენტში მისი მდგომარეობა შეფასდა მძიმედ და ჩატარებული ღონისძიებების მიუხედავად, მისი გადარჩენა სამწუხაროდ ვერ მოხერხდა,”-ამბობს “კლინიკა ბომონდი”-ს კლინიკური მენეჯერი მამია ყიფიანი.

ინფიცირების შემთხვევების რიცხვი 5866-ს აღწევს. გამოჯანმრთელებულია 2324 პირი.