განათლების მინისტრის მოადგილე სტუდენტებს შეხვდება
განათლების მინისტრის მოადგილე სტუდენტებს შეხვდება

A+ A-

17:24 29/09/2020

დღეს, 29 სექტემბერს სტუდენტები, რომლებიც უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის ონლაინ რეჟიმში გაგრძელებას აპროტესტებდნენ, განათლების მინისტრის მოადგილეს, ნუნუ მიცკევიჩს შეხვდებიან. ამის შესახებ „2020NEWS“-თან საუბრისას აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ლუკა წურწუმიამ განაცხადა.

მისივე თქმით, სტუდენტები მინისტრის მოადგილეს სწავლების ფორმის ახალ ალტერნიულ წინადადებას წარუდგენენ.

„ჩვენი ახალი ინიციატივა გულისხმობს, რომ ის ლექტორები და სტუდენტები, რომლებსაც თანმდევი დაავადებები აქვთ და რისკჯგუფში იმყოფებიან, სწავლა ონლაინ რეჟიმში განაგრძონ, ხოლო ისინი, ვისაც მსგავსი პრობლემები არ გვაქვს, ჩვეულებრივად შევძლოთ უნივერსიტეტებში სიარული“, - განაცხადა წურწუმიამ სააგენტოსთან საუბრისას.

ცნობისთვის, გუშინ 28 სექტემბერს სტუდენტებმა აქცია მთავრობის კანცელარიასთან გამართეს, სადაც ისინი დისტანციურ სწავლებას აპროტესტებდნენ.

მთავრობის გადაწყვეტილებით კი, სტუდენტები აუდიტორიებს 19 სექტემბრიდან დაუბრუნდებიან.

ხატია მამულია