ლარი 3.25 თეთრით გამყარდა
ლარი 3.25 თეთრით გამყარდა

A+ A-

17:04 29/09/2020

ეროვნული ბანკის ცნობით, 29 სექტემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.2878 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.3203 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 3.25 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.8415 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.8708 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 2.93 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.4219 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 4.2255 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 30 სექტემბერიდან შევა ძალაში.