"ლელო საქართველოსთვის" შეშფოთებით ადევნებს თვალს მეზობელ სახელმწიფოებს შორის მიმდინარე შეიარაღებულ დაპირისპირებას"
"ლელო საქართველოსთვის" შეშფოთებით ადევნებს თვალს მეზობელ სახელმწიფოებს შორის მიმდინარე შეიარაღებულ დაპირისპირებას"

A+ A-

20:45 27/09/2020

"ლელო საქართველოსთვის" მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ვითარების გამწვავებას ეხმაურება.

"ლელო საქართველოსთვის" შეშფოთებით ადევნებს თვალს  ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე შეიარაღებულ დაპირისპირებას.  

ვაფასებთ რა იმ ღრმა და მჭიდრო პოლიტიკურ  და ეკონომიკურ ურთიერთობებს, რომელიც ჩვენს ორ მეზობელ სახელმწიფოსთან გაგვაჩნია,  ჩვენ ვემხრობით  მშვიდობას, დემოკრატიას და განვითარებას სამხრეთ კავკასიის რეგიონში.

მნიშვნელოვანია, რომ ამ მძიმე დროს საქართველომ ყველაფერი გააკეთოს მშვიდობის ხელშესაწყობად რეგიონში", - აცხადებენ პარტიაში.