ნატო მხარეებს მთიანი ყარაბაღის ზონაში ცეცხლის დაუყონებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს
ნატო მხარეებს მთიანი ყარაბაღის ზონაში ცეცხლის დაუყონებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს

A+ A-

18:19 27/09/2020

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების გამო ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს, – ამის შესახებ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის ჯეიმს აპატურაის განცხადებაშია ნათქვამი.

"მხარეებმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტონ სამხედრო დაპირისპირება, რასაც უკვე მოჰყვა მსხვერპლი მშვიდობიან მოქალაქეებში. ამ კონფლიქტის მოგვარებისთვის სამხედრო გადაწყვეტა არ არსებობს. კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტისთვის მხარეებმა მოლაპარაკებები უნდა გააგრძელონ. ნატო მხარს უჭერს ეუთო-ს მინსკის ჯგუფის მუშაობას “, – აღნიშნულია განცხადებაში.