მიხეილ სააკაშვილის მთავარი კონკურენტი მისი წარსულია - არჩილ თალაკვაძე
მიხეილ სააკაშვილის მთავარი კონკურენტი მისი წარსულია - არჩილ თალაკვაძე

A+ A-

16:43 21/09/2020
მიხეილ სააკაშვილის მთავარი კონკურენტი მისი წარსულია, თვითონ ოპოზიცია ფიქრობს, რომ ის არის ოპოზიციის ბორბალში ჯოხივით. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
 
„ჩვენი საქმე ეს არ არის. ჩვენ არ გვაქვს ახლა დრო მიხეილ სააკაშვილზე ვიფიქროთ და მასზე ვისაუბროთ, ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი საქმე, მომავალი და ის ურთიერთობა და ნდობა, რომელიც ჩვენ გვაქვს საზოგადოებასთან“, - განაცხადა თალაკვაძემ.
 
ცნობისთვის, გუშინ, საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ იგი მხოლოდ საზოგადოების კოალიციას ხედავს, ხოლო პარტიულ კოალიციას — არა. სააკაშვილის თქმითვე, მას არ სჯერა პოლიტიკური პარტიებისა და პარტიუკების.
 
"მე საერთოდ არ მჯერა პოლიტიკური პარტიებისა და პარტიუკების, საერთოდ არ მჯერა ზოგადად პოლიტიკანობისა და პოლიტიკოსობის ვიწრო გაგებით", — განაცხადა სააკაშვილმა.