"ნაცმოძრაობა" ოპოზიციას ესხმის თავს, სააკაშვილი დამშლელის როლს თამაშობს, ივანიშვილს ეხმარებიან - ვაშაძე
"ნაცმოძრაობა" ოპოზიციას ესხმის თავს, სააკაშვილი დამშლელის როლს თამაშობს, ივანიშვილს ეხმარებიან - ვაშაძე

A+ A-

15:43 21/09/2020

მიხეილ სააკაშვილს ოპოზციციის ფლანგზე სურდა ეთამაშა გამაერთიანებლის როლი, თუმცა, ახლა ის არის  დამშლელის როლის მოთამაშე. ეს ყველაფერი კი ოპოზიციის დასუსტებას ხელს უწყობს. ასე ეხმაურება  ექსპრეზიდენტის სატელევიზიო განცხადებებს “2020NEWS“-თან ინტერვიუში “სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი და ამ კოალიციის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გიორგი ვაშაძე.

მისივე თქმით, სააკაშვილის მხრიდან ღირსეული საქციელი იქნება, თუკი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურს მოხსნის.

ასევე ვაშაძის განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობა“ ბოლო ორი თვის განმავლობაში, მხლოდ ოპოზიციურ პარტიებზე თავდასხმით არის დაკავებული და ვიწრო პარტიული ინტერესებიდან გამოდის.

-ბატონო გიორგი, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადება, რომნაციონალური მოძრაობაუმრავლესობით მოვა და ალიციაშ არ შევა, როგორ შეაფასებდით?

გიორგი ვაშაძე: დღეს არჩევანი არ არის მიშასა და ბიძინას შორის, არჩევანი არის წარსულსა და მომავალს შორის.  ჩვენ, “სტრატეგია აღმაშენებლით“ მოვდივართ, მომავლის ძალა და მომვლის პარტია ვართ, რომელსაც უნდა, რომ ქვეყანას წინ წაუძღვეს.

რაც შეეხებანაციონალური მოძრაობისგანცხადებებს, ეს რეალურად არის  მეტი მანდატის მოპოვების მცდელობა და მეტი არაფერი. მათი განცხადებები საერთო ოპოციზიის ფრონტს  არღვევს და ეს მათ კარგად უნდა გაიაზრონ.

ამ საკითხზე ღიად არის სალაპარაკო. ვწუხვარ, რომ ასეთ განცხადებებს მიხეილ სააკაშვილი პირადად აკეთებს. მან კარგად უნდა გაიაზროს, რომ ქვეყანაში სხვა რეალობაა და აღარ არის ის რეალობა, რაც მას წარმოუდგენია, ან რასაც მას ეუბნებიან.

-მანდატები ახსენეთ დანაციონალური მოძაობაკანდიდატებს რეგიონებში იმიტომ ხომ არ აყენებს, რომ პარტიული სიით იმდენ მანდატს ვერ მოიპოვებს, რადენსაც მაჟორიტარებიდან?

-სამწუხაროდ, მათ არა მარტო უარი თქვეს რეგიონებში ოპოზიციურ  კანდიდატებზე შეთანხმებაზე, არამედ ჩემთან მიმართებაშიც დაარღვიეს შეთანხმება, რომელიც მიღწეული იყო.  ასევე აგრძლებენ ოპოზიციურ პარტიებზე თავდასხმას.

თუ ისინი ფიქრობენ, რომ ძლიერები არიან, მაშინ ძლიერის მხრიდან ყველაზე სუსტი საქციელი და ქმედებაა, რადგან დღეს მთავარი სამიზნე ივანიშვილიდა არა - ოპოზიციური პარტიები, რომლებსაც თავს ესხმის მიხეილ სააკაშვილი.

კიდევ ერთხელ ნათლად გამოჩნდა, რომ დიდი შეცდომა იყო მისის მხრიდან საკუთარი თავის პრემიერ-მინისტორობის კანდიდატად დაყენება.

- რამდენად შესაძლებელია, რომ სააკაშვილი ოპოზიციის საერთო პრემირობის კანდიდატი გახდეს?

-მიხეილ სააკაშვილს ოპოზციციის ფლანგზე სურდა ეთამაშა გამაერთიანებლის როლი, თუმცა, ახლა ის არის  დამშლელის როლის მოთამაშე. ეს ყველაფერი კი ოპოზიციის დასუსტებას უწყობს ხელს. ვფიქრობ, უკეთესი იქნება, თუკი მოხსნის კანდადატურას, ეს უფრო ღირსეული გადაწყვეტილება იქნება მისი მხრიდან.  

-მიხეილ სააკაშვილის  გააქტიურება და წინა პლანზე წამოწევა, რამდენად იმოქმედებსნაციონალური მოძრაობისხმებზე?

-ერთი რამ ვიცი, რომ ერთადერთი, რასაც სააკაშვილი ემსახურება  არის ძალაუფლება, რომელიც თავისთავად შეცდომაა. ხედავ, “ოცნებამ“ ქვეყანა რა დღეში მიიყვანა,  ამ დროს ოპოზიციაში უნდა მოძებნო პარტნიორი და არა  ამ პარტნიორებს თავი დააჭრა. ხალხის დაკვეთა დღეს არის გაერთიანება და ოპოზიციის ერთად დგომა. და არა ის, რომ ვინმე ერთმანეთს თავს ესხმოდეს. “ნაციონალური მოძრაობა“ ბოლო ორი თვის განმავლობაში, მხლოდ ოპოზიციოური პარტიების თავდასხმით არის დაკავებული და ვიწრო პარტიული ინტერესებიდან გამოდის. და არა ქვეყნის განვითარების.

-თქვენ ახსენეთ, რომ ვიწრო პარტიული ინტერესებიდან გამოდიან და როგორ ფიქრობთ,  ესნაციონალური მოძრაობის  წინასარჩევნო სტრატეგია ხომ არ არის, რო ოპოზიცია აკრიტიკოს?

-თუ ეს სტრატეგია აქვთ, მაშინ მცდარია, რადგან  მანდატებს ვერ მოიპოვებენ. რაც მთავარია, ამით ქვეყნის განვითარებას ხელს უშლიან, ფაქტობრივად, ივანიშვილს ეხმარებიან, რომ შეინარჩუნოს ძალაუფლება. ეს მათ კარგად უნდა გაიაზრონ და ჩამოყალიბდნენ,  თუ რა უნდათ. მთავარი ოპოზიციონერული როლი ჭირსაც წაუღია, როცა ქვეყანა ასეთ მძიმე  მდგომარეობაშია.