გარდაბნის მე-3 საჯარო სკოლაში ხანძარი მანდატურის ოთახში გაჩნდა
გარდაბნის მე-3 საჯარო სკოლაში ხანძარი მანდატურის ოთახში გაჩნდა

A+ A-

12:54 16/09/2020

გარდაბნის მე-3 საჯარო სკოლაში ხანძარი მანდატურის ოთახში გაჩნდა. ამის შესახებ „2020NEWS“-თან საუბრისას გარდაბნის ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა განაცხადა.

მისივე თქმით, სკოლა მისი სახლის გვერდითაა და თავდაპირველად, ძლიერი დაკვამლიანება შენიშა, შემდეგ დაინახა, თუ როგორ გამოდიოდნენ შენობიდან  პედაგოგები და მოსწავლეები.

ჩვენი რესპონდენტის თქმით, ხანძრის მიზეზი მოუწესრიგებელი გაყვანილობა გახდა.

„ძლიერი დაკვამლიანება დავინახე, რის შემდეგაც გარეთ გამოვედი და დავინახე, როგორ გამოდიოდნენ მე-3 საჯარო სკოლიდან, პედაგოგები და მოსწავლეები. ადგილზე სახანძრო-მაშველების სამი ეკიპაჟი მუშაობდა.

როგორც გავიგე, ხანძრის კერა მანდატურის ოთახიდან წამოიშვა და მიზეზი მოუწესრიგებელი გაყვანილობა გახდა“, -ამბობს გარდაბნის მაცხოვრებელი, რომელმაც არ ისურვა ვინაობის გამხელა.

ცნობისთვის, საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი ოთხსართულიანი საჯარო სკოლის შენობის მეორე სართულზე გაჩნდა. შენობიდან მოსწავლეები და პედაგოგები უსაფრთხოდ გამოვიდნენ.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებული იყო სამი ეკიპაჟი.