გოგი წულაიას 2 ინფარქტი აქვს გადატანილი, ახლა გულის ოპერაცია უტარდება - კახა კუკავა
გოგი წულაიას 2 ინფარქტი აქვს გადატანილი, ახლა გულის ოპერაცია უტარდება - კახა კუკავა

A+ A-

11:17 16/09/2020

პარტიის „თავისუფალი საქართველოს“ თანათავმჯდომარეს, გოგი წულაიას ამ დროისათვის გულის  ოპერაცია უტარდება. ამის შესახებ „2020NEWS“-თან საუბრისას პარტიის თავმჯდომარემ, კახა კუკავამ განაცხადა.

მისი თქმით, პოლიტიკოსის მდგომარეობა საკმაოდ რთულია.

„გოგი წულაიას ამ დროისათვის ოპერაცია უტარდება ქუთაისში, კლინიკა „ელჯი“-ში. საკმაოდ რთული ვითარებაა და ჩვენც ველლოდებით ექიმებისაგან ინფორმაციას.

გული მას, ზოგადად, აწუხებდა, 2 ინფარქტი აქვს გადატანილი.  ზოგადად,  არის ემოციური ადამიანი, მაგრამ გუშინ რაიმე კონკრეტული სანარვიულო  არ ჰქონია, თბილისში იყო...  წინა დღეებშიც იყო ექიმთან გულთან დაკავშირებული პრობლემების გამო“, -განაცხადა კახა კუკავამ.

მისი თქმით, პარტია „თავისუფალი საქართველო“ გოგი წულაიას წყალტუბო, სამტრედია, ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ასახელებს. ოფიციალური წარდგენა მომავალ კვირაშია დაგეგმილი.

კლინიკა “ელჯი”-ში აცხადებენ, რონ გოგი წულაიას მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, მიმდინარეობს სამედიცინო მანიპულაციები. შეგახსენებთ, ქუთაისელი პოლიტიკოსი გოგი წულაია გულის შეტევით სავადმყოფოში რამდენიმე საათის წინ გადაიყვანეს.
 
ირინა მაკარიძე