მსოფლიოში კორონავირუსის 29 733 221 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი
მსოფლიოში კორონავირუსის 29 733 221 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი

A+ A-

10:59 16/09/2020

მსოფლიოში, ოფიციალური მონაცემებით, დაინფიცირების 29 733 211  დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან  939 268 ინფიცირებული გარდაიცვალა, ხოლო 21 546 274 გამოჯანმრთელდა.

ბოლო 24 საათში, ინდოეთში - 91 120, ამერიკის შეერთებულ შტატებში - 36 447, ბრაზილიაში კი 34 755  ადამიანი დაინფიცირდა. ეს ის ქვეყნებია, რომლებიც კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანების რაოდენობით ლიდერობენ.

აგრეთვე 24 საათში გარდაცვლილთა რაოდენობა ინდოეთში - 1 283, ამერიკის შეერთებულ შტატებში - 1 197, ხოლო  ბრაზილიაში 1 090 ადამიანს შეადგენს.

რაც შეეხება საქართველოს, ჯამში - 2 562 ადამიანია ინფიცირებული, აქედან 19 გარდაიცვალა, ხოლო 1 369 გამოჯანმრთელდა.

ბოლო 24 საათში კი რეკორდული შემთხვევა დაფიქსირდა დაინფიცირების და მისი რაოდენობა 170-ს შეადგენს.

რაც შეეხება საქართველოს მეზობელ ქვეყნებს, რუსეთში ბოლო დღე-ღამეში ვირუსი 5 529 ათასამდე ადამიანს დაუდგინეს, გარდაიცვალა 150.

აზერბაიჯანში კი, ბოლო 24 საათში ვირუსის 114 შემთხვევა გამოვლინდა, 2 გარდაიცვალა.

თურქეთში კორონავირუსი ბოლო 24 საათში 1 742 ადამიანს დაუდასტურდა, 67 გარდაიცვალა.

სომხეთში, ბოლო დღე-ღამეში ვირუსი 150 ადამიანს დაუდასტურდა, 1 გარდაიცვალა.

ხატია მამულია