ვიტალი დარასელიას შვილი საბურთალოზე კენჭს იყრის
ვიტალი დარასელიას შვილი საბურთალოზე კენჭს იყრის

A+ A-

19:00 15/09/2020

ლეგენდარული ფეხბურთელის, ვიტალი დარასელიას შვილმა,  ასევე ვიტალი დარასელიამ პოლიტიკაში მოსვლა გადაწყვიტა. ის პარტიიდან “თავისუფალი დემოკრატები“ საბურთალოს მაჟორიტარობისთვის იბრძოლებს.

როგორც უმცროსმა ვიტალი დარასელიამ “2020NEWS“-ს განუცხადა, საბურთალო მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის,  რადგან მთელი ცხოვრება იქ გაატარა. მისივე თქმით, ქართულ პოლიტიკას ინტეგრირება სჭირდება.

-რატომ გადაწყვიტეთ პოლიტიკაში წასვლა?

ვიტალი დარასელია: რატომ გადავწყვიტე და ასე გეტყვით - 9 წელი “ნაციონალურ მოძრაობას“ ვუყურე, 8 წელი კი “ქართულ ოცნებას“, ამიტომ  მინდა, ეს უსამართლობა დასრულდეს. მინდა ჩემი მოსვლით სამართალი აღდგეს.

-რატომ მაინც და მაინც “თავისუფალი დემოკრატები“?

- პირველ რიგში, ცნობილია ჩვენი პარტიის მსოფლმხედველობა,  დასავლური  ორიენტაციის პარტიაა.  მოგეხსენებათ,  რომ ჩვენი პარტია ახალი სახეებით დაკომპლექტდა. ვთვლი, რომ ქართულ პოლიტიკაში ახალი ძალა უნდა ჩაერთოს.

-არჩევანი საბურთალოზე რატომ გააკეთეთ?

-საბურთალოზე ვარ დაბადებული და გაზრდილი. მთელი ცხოვრება საბურთალოზე გავატარე.  მამაჩემიდან მოყოლებული, მთელი ჩემი ოჯახი აქ ცხოვრობს.

-საზოგადოების მხრიდან სპორტსმენების პოლიტიკაში მოსვლას უარყოფით გამოხმაურება მოჰყვა. როგორ ფიქრობთ, ეს რამდენად იმოქმედებს თქვენს გამარჯვებაზე?

-ქართული პოლიტიკა საჭიროებს ინტეგრირებას, რადგან საზოგადოება ერთიდაიგივე სახეებით დაიღალა.

-საბურთალოზე საკმაოდ დიდი კონკურენციაა. კენჭს იყრიან მმართველი გუნდიდან დავით სერგეენკო, “ლელოდანბადრი ჯაფარიძე, ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსიდან“ - ლევან გოგიჩაიშვილი; ხოლო ოპოზიციის საერთო კანდიდატი ირაკლი ოქრუაშვილია, ასევე აქ იყრის კენჭს კოალიციის „სტრატეგია აღმაშენებელის“ ერთ-ერთი ლიდერი თაკო ჩარკვიანი, ასევე , პარტიის მოქალაქე ლიდერი ალეკო ელისაშვილი, ეს არასრული ჩამონათვალია და ეს სია ყოველდღიურად იზრდებაროგორ ფიქრობთ, ასეთი კონკურენცის პირობებში გამარჯვების რა შანსი გაქვთ?

-გეთანხმებით, კონკურენცია მართლაც რომ დიდია. თუმცა, სწორედ ეს კონკურენცია მმატებს გაორმაგებულ ენერგიას, რომ მაქსიმალურად შედეგი ვაჩვენო. ვნახოთ 1-ელ  ნოემბერს რა და როგორ იქნება, დრო გვიჩვენებს.