ლარი გაუფასურდა
ლარი გაუფასურდა

A+ A-

17:10 15/09/2020

ეროვნული ბანკის ცნობით, 14 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 3.1308 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.114 ლარი იყო.

შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 1.68 თეთრი შეადგინა.

გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.7178 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.6929 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 2.49 თეთრი შეადგინა.

გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.4177 ლარს შეადგენს, ასევე გამყარდა ფუნტი და 4.0322 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 15 სექტემბრიდან შევა ძალაში.