ევროპარლამენტარები "ქართული ოცნების" ხელისუფლების მიმართ მკაფიოდ კრიტიკულები არიან - დავით ბაქრაძე
ევროპარლამენტარები "ქართული ოცნების" ხელისუფლების მიმართ მკაფიოდ კრიტიკულები არიან - დავით ბაქრაძე

A+ A-

15:36 15/09/2020

ევროპარლამენტარები „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიმართ მკაფიოდ კრიტიკულები არიან. ამის შესახებ, „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ეს მკაფიო ტენდეცია და ეს ტენდეცია ოქტომბრის არჩევნების შემდეგ შეიცვლება.

„ევროპარლამენტის დოკუმენტში და ევროპარლამენტარების გამოსვლაში მკაფიოდ ჩანდა ტენდენცია, რომ ისინი მხარს უჭერენ საქართველოს და ქართველ ხალხს, მაგრამ არიან ძალიან კრიტიკულები „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიმართ. ეს არის ის მკაფიო ტენდენცია, რომელიც ჩამოყალიბდა ბოლო პერიოდში ბრიუსელშიც, ვაშინგტონშიც, სტრასბურგშიც. ეს ტენდენცია მიანიშნებს, რომ ოქტომბრის არჩევნები აუცილებლად უნდა გახდეს გარდამტეხი ცვლილებების არჩევნები. გარდამტეხი ცვლილებები იმისთვის, რომ საქართველოში გამოსწორდეს ვითარება და აღარ გახდეს საჭირო ყველა ის კრიტიკული შენიშვნა, რომელიც დაფიქსირებულია ევროპარლამენტის დღევანდელ დოკუმენტში. ჩვენი მეგობრების განწყობა არის სრულიად ნათელი, საქართველოს და ქართველ ხალხს აქვს სრული მხარდაჭერა ევროპარლამენტში, „ქარული ოცნების“ მიმართ დამოკიდებულება არის ძალიან კრიტიკული და ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყნის გარეთაც, ისე როგორც ქვეყნის შიგნით ვითარება არის მომწიფებული გარდამტეხი ცვლილებების მოტანისთვის“, - განაცხადა ბაქრაძემ.

ცნობისთვის, ევროპარლამენტში გამართული დებატებზე საქართველოს მიერ ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის შესახებ ანგარიში განიხილეს.