ნაპოვნი სამედიცინო პრეპარატის ანოტაცია მსგავსია ბაჩალიაშვილის ავტომობილსა და მის ორგანიზმში აღმოჩენილი პრეპარატების შემცველობის - ადვოკატი
ნაპოვნი სამედიცინო პრეპარატის ანოტაცია მსგავსია ბაჩალიაშვილის ავტომობილსა და მის ორგანიზმში აღმოჩენილი პრეპარატების შემცველობის - ადვოკატი

A+ A-

14:56 15/09/2020

საგამოძიებო სამუშაოების ნაწილი საკალმახე „ვილა ალგეთის“ ტერიტორიაზე დასრულდა. ტერიტორიაზე ნაპოვნია სამედიცინო პრეპარატის ანოტაცია, რომლის შემცველობაც ბაჩალიაშვილის ავტომობილში და, მოგვიანებით, მის ორგანიზმში აღმოჩენილი პრეპარატების შემცველობის მსგავსია. ამის შესახებ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ყველაფერი გამოძიებული უნდა იქნას და პროკურატურის ფორმალურობა დაუშვებელია.

„ყველაფერი უნდა გამოვიძიოთ. დაუშვებელია, პროკურატურა იყოს ფორმალური. გამოძიება უნდა ჩატარდეს სიმართლის დასამტკიცებლად, ობიექტურად“, - განაცხადა რამიშვილმა. „პროკურატურაში ამბობენ, რომ "ვილა ალგეთის" ტერიტორიაზე საქმესთან დკავშირებული არანაირი კვალი არ იქნება. მიუხედავად ამისა, ადვოკატები მაინც დაინტერესებულები ვართ ტერიტორიის გამოძიებით. ჩვენ ვეჭვობთ, რომ პროკურატურას წინასწარ აქვს ჩამოყალიბებული საქმისადმი დამოკიდებულება და, შესაძლოა, საგამოძიებო მოქმედებები ფორმალურად ჩატარდეს“, - განაცხადა "ადამიანის უფლებათა ცენტრის" იურისტმა, ეკა ქობესაშვილმა. ცნობისთვის, ჟურნალისტ ელისო კილაძის ინფორმაციით, გოლთეთში, იქ, სადაც გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანა იპოვეს, ნამდვილად ბოლო ლოკაციაა, თუმცა მანამდე ბაჩალიაშვილი "ვილა ალგეთის" ტერიტორიაზე მიიყვანეს. შეგახსენებთ, რომ 23 წლის პროგრამისტი თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. 22 ივლისს კი ის საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი ნახეს.