ჩემი ინფიცირება, სავარაუდოდ, თაკო ჩარკვიანისგან მოხდა - თეონა ცხომელიძე
ჩემი ინფიცირება, სავარაუდოდ, თაკო ჩარკვიანისგან მოხდა - თეონა ცხომელიძე

A+ A-

18:52 11/09/2020

"კურიერის" ჟურნალისტი თეონა ცხომელიძე ვარაუდობს, რომ შესაძლოა მისი ინფიცირების წყარო პოლიტიკოსი თაკო ჩარკვიანი იყოს, რომელიც რამდენიმე დღის წინ "დღის კურიერის" სტუმარი იყო.

"დღეს დამიდასტურდა კორონავირუსი, მაქვს ტემპერატურა, სხვა სიმპტომი არ მაქვს. სავარაუდოდ,  ჩემი ინფიცირება მოხდა პოლიტიკოს თაკო ჩარკვიანისგან, ამას დაადგენენ უფრო ზუსტად ეპიდემიოლოგები. მქონდა, სამწუხაროდ, ბევრი კონტაქტი სამსახურში, ამ პერიოდში ყოველდღე ვმუშაობდი. ყველაზე მეტად იმ ადამიანებზე ვნერვიულობ, რომლებიც, შესაძლოა, ჩემგან დაინფიცირდნენ,"- აღნიშნა თეონა ცხომელიძემ.