ვარ ე.წ. “ტვ პირველის“ კლასტერში, მქონდა შეხვედრა ლევან გოგიჩაიშვილთან - ადვოკატი
ვარ ე.წ. “ტვ პირველის“ კლასტერში, მქონდა შეხვედრა ლევან გოგიჩაიშვილთან - ადვოკატი

A+ A-

14:18 11/09/2020

ადვოკატი გიორგი ფანცულაია, რომელიც ლევან გოგიჩაიშვილის კლასტერს მიეკუთნება, თვითიზოლაციაში იმყოფება. როგორც ფანცულაია აცხადებს, მას შესთავაზეს, რომ საკარანტინე ზონაში გადასულიყო, თუმცა თვითიზოლაციაში დარჩენა ამჯობინა.

“ვარ ე.წ. “ტვ პირველის“ კლასტერში. როგორც მოგეხსენებათ 2020 წლის 6 სექტემბერს ვიმყოფებოდი ტელეკომპანია “პირველის“ საღამოს ეთერში, სადაც უშუალო კონტაქტი მქონდა საქართველოს პარლამენტის წევრ ლევან გოგიჩაიშვილთან, რა დროსაც საკმაო დროით შედგა ჩვენი დიალოგი და შემდგომ კი მეგობრულად, (ქართულად) დავემშვიდობეთ ერთმანეთს.

ლევანს აღმოაჩნდა კოვიდი 19. შემოთავაზება მქონდა, რომ გადავსულიყავი საკარანტინე ზონაში, მაგრამ ვინაიდან მქონდა საშუალება, მარტო ვყოფილიყავი სახლში, ვამჯობინე სახლის პირობებში იზოლაცია.

ასევე ეს საშუალებას მომცემს ჩავერთო სასამართლო პროცესებზე, თუ კოვიდ 19 არ აღმომაჩნდება და ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუარესდება.

აგრეთვე ამით დავზოგავ ერთ საკარანტინე სივრცეს და გამოვიჩენ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას. ვინაიდან, ჯერჯერობით, არანაირი სიმპტომი არ მაქვს. მეუბნებიან, რომ სწრაფ ტესტს არ ჩამიტარებენ ამ ეტაპზე, მაგრამ გასათვალისწინებელია ის, რომ კოვიდ-19-ის საწყის ეტაპზე არ აქვს სიმპტომები“, - წერს გიორგი ფანცულაია სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ლევან გოგიჩაიშვილსა და მის მეუღლეს, ვიკა ბუკიას კორონავირუსი 2 დღის წინ დაუდასტურდათ.