"ტვ პირველი" შესაძლოა, 2 კვირით დაიხუროს
"ტვ პირველი" შესაძლოა, 2 კვირით დაიხუროს

A+ A-

11:06 10/09/2020

"ტვ პირველი" 2 კვირით დაიხურება. ამის შესახებ "2020NEWS"-თან საუბრისას "ტვ პირველის" ჟურნალისტმა განაცხადა.

მისივე თქმით, ინფიცირებულ ჟურნალისტს თითქმის ყველა თანამშრომელთან ქონდა შეხება, რის საფუძველზეც მაუწყებლობა 2 კვირით შეწყვეტს ფუნქციონირებას.

"როგორც მე ვიცი, კორონავირუსით ინფიცირებულ ჟურნალისტს, თითქმის ყველა თანამშრომელთან ქონდა შემხებლობა, ამიტომაც, სავარაუდოდ, 2 კვირით დავიხურებით", - განაცხადა "ტვ პირველის" ჟურნალისტმა.

ამ წუთებში, „ტვ პირველში“ ეპიდემიოლოგები მუშაობენ და ტელეკომპანიის თანამშრომლებს PSR-ტესტირებას უტარებენ.


როგორც უკვე ცნობილია, თავად ჟურნალისტმა ვიკა ბუკიამ დაადასტურა, მას შეხება ჰქონდა ტელეწამყვან თამარ ჩიხლაძესთან.