"ტვ პირველის" ჟურნალისტს კორონავირუსი დაუდასტურდა - ინგა გრიგოლია
"ტვ პირველის" ჟურნალისტს კორონავირუსი დაუდასტურდა - ინგა გრიგოლია

A+ A-

17:45 09/09/2020
„ტვ პირველის“ ჟურნალისტს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ „ტვ პირველის“ ჟურნალისტმა, ინგა გრიგოლიამ განაცხადა.
 
მისივე თქმით, ჟურნალისტი ვიკა ბუკიას ინფიცირების წყარო ცნობილია და ეს მისი მეუღლე დეპუტატობის კანდიდატი ლევან გოგიჩაიშვილია.
 
„ჩვენს თანამშრომელს კორონა დაუდასტურდა, მისი ინფიცირების წყარო ცნობილია. ესაა ოჯახური კონტაქტი, უკვე დავუკავშირდით ამირან გამყრელიძეს და ველოდებით დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციებს.იმედია, ყველაფერი მშვიდობით დამთავრდება“.-განაცხადა გრიგოლიამ.