სკანდალი: დოლაბერიძე VS გახარია - შაბათ-კვირას გაუქმებული ქორწილების გამო, ივენთკომპანიები 80 000-ზე მეტით ზარალდებიან
სკანდალი: დოლაბერიძე VS გახარია - შაბათ-კვირას გაუქმებული ქორწილების გამო, ივენთკომპანიები 80 000-ზე მეტით ზარალდებიან

A+ A-

15:39 09/09/2020

გაუქმებული ქორწილების თანხების დაბრუნებაზე ოჯახები მე უნდა მომადგნენ, მე უნდა დავაბრუნო თანხა და საიდან დავაბრუნო? ხომ მშვიდობა აქვთ მაგათ?“, - ასე ეხმაურება ივენთკომპანიაშეკინისხელმძღვანელი და ცნობილი ივენთ-მენეჯერი თაკო დოლაბერიძე საკოორდინაციო საბჭოს მიერ ქორწილების გადახდაზე აკრძალვის შემოღებას.

როგორც დოლაბერიძემ “2020NEWS“-თან საუბრისას განაცხადა, 100-კაციანი ქორწილისთვის მარტო პროდუქტების შეძენა 10 ათას ლარზე მეტი ჯდება, ხოლო პარასკევსა და შაბათს დაგეგმილი ქორწილების გაუქმებით, მისმა კომპანიამ, დაახლოებით, 80 ათასი ლარით იზარალა.

თაკო დოლაბერიძე:   ქორწილები რომ იკრძალება და ამ კვირაში დაგეგმილი ქორწილების ფული გადახდილი გვაქვს, რა ვქნათ?!  შეკვეთილია დეკორაციები, პროდუქტები, ამ ყველაფერს ხომ არ გადავყრით?! წინასაქორწინო მომზადება 2 ლარი ხომ არ ჯდება, საკამოდ დიდ თანხებზეა საუბარი.

-დღეს  ერთი ქორწილის მომზადება, დაახლოებით, რა ჯდება?

-დღეს 100-კაციანი ქორწილი, მინიმუმ,  10 ათასი ლარი ჯდება. ესეც მხოლოდ პროდუქტები. ამას დაამატე სხვა ხარჯებიც. ასე რომ, 10 ათას ლარს სცდება ხარჯები. დაგეგმილი ქორწილის თანხები ხომ დახარჯული გვაქვს, ახლა რა ვქნათ?!

-თქვენი ივენთკომაპანიას თუ გაუუქმდა ამ შაბათ-კვირას დაგეგმილი ქორწილები?

- რესტორან “მოსავალში“,  გარე სივრცეში მქონდა დაგეგმილი  80-კაციანი ქორწილი. მზადება დიდი ხანია დაწყებული გვაქვს - სკამები და სხვა ინვენტარი ჩავიტანეთ, ამ ყველაფერში ფული გადახდილი გვაქვს.

ადამიანს იმას ვერ ვეტყვი, რომ აღარ იქნება ქორწილი და ფული უკან მომეცი-თქო. პროდუქტებიც ყველგან არ იყიდება, ძნელი საშოვნია, ეს ყველაფერი ხომ შრომასთან არის დაკავშირებული? რუტინულ შრომაში ვართ ისედაც და კიდევ გვიმატებენ იმას, რომ ღონისძიებებს  აუქმებენ.

კონცერტები რომ უნდა ჩატარდეს, ამას  რა ვუშველოთ?  “მზიურში“ 200-კაციანი კონცერტია დაგეგილი, ასევე ქუთაისში უნდა ჩატარდეს კონცერტი. უკაცრავად და იქ არ მივა კორონა?! პოლიტიკურ პიარებზე და შეხვედრებზე კორონა ვერ მივა?! თუ მარტო თაკო დოლაბერიძესთან და რომელიმე ივენთ კომპანიასთან მოვა?! ხომ მშვიდობა აქვთ მაგათ?

-ოჯახმა, რომელსაც დაგეგმილი ჰქონდა ქორწილი და გაუუქმდა, თანხის დაბრუნებაზე ვის უნდა მიმართოს?

-მე უნდა მომადგნენ, მე უნდა დავაბრუნო და საიდან დავაბრუნო?

- ქორწილების გარდა,  თუ გქონდათ დაგეგმილი კიდევ სხვა ღონისძიებები, რომლებიც გაგიუქმდათ?

-ქორწილების გარდა, სხვა ღონისძიებების შეკვეთებს აღარ ვიღებდით, რადგან ცოტა დიდი გამოდიოდა - 200 კაციანი, ამის გამო, აღარ ვაკეთებდით.  ვიდრე  უკეთესი მდგომარეობა არ იქნებოდა, დიდი ღონისძებების ჩატარებაზე გაჩერებულები ვიყავით.

ის მაინტერესებს კიდევ, თვითმფრინავები რომ ჯდება და შემოდიან ტურისტები ჩუმად, მათი შემოსვლა როგორ ხდება? ტურისტები შემოდიან კიევიდან, ევროპიდანაც და ამ შემთხვევაში, საშიში არ არის, კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით, მათი შემოსვლა?

-ზუსტი ინფორმაცია გაქვთ, რომ ტურისტები შემოდიან?

-კი, გუშინ ინტერნეტში ვნახე, რომ კიევის, მიუნხენისა და ამსტერდამის რეისები ჯდება. დავრეკე და მითხრეს, რომ არანაირი სპეცრეისი არაა, ჩვეულებრივი რეისიაო. ე.ი. ტურისტები შემოჰყავთ. ვერ გავიგე, კორონა ჩვენ დაგვემართება და იმათ არა?

-ივენთკომპანიები, დაახლოებით, რა ზარალზე წავიდნენ?

-ძალიან  დიდი ზარალზე მივდივართ. მაგალითად, პარასკევს ქორწილი რომ მქონდა დაგეგმილი, მისი ზარალი, დაახლოებით, 30 ათასი იქნება. შაბათს მქონდა ასევე დაგეგმილი, იქ, დაახლოებით, 50 ათასი ლარი იქნება ზარალი. ამას ვინ გადამიხდის?!

დახმარების სიებში არ მოხვედრილვარ და არც მინდა, რომ მოვხვდე.

არ მინდა, დიდი მადლობელი ვარ. ჩემი ხელებით ვმუშაობ და არავის დახმარება მჭირდება.

თუმცა, თუ საქმეს გამიფუჭებ და დღეს გამომიცხადებ, რომ ხვალ გარეთ აღარ უნდა გამოხვიდეო, რა უნდა გავაკეთო, ვინ დამეხმარება?

-ხომ არ გეგმავთ ივენთ-მენეჯერები, რომ შეხვდეთ საკოორდინაციო საბჭოს წარმომადგენლებს?

-თუ დაგვიძახებენ, შეიძლება სალაპარაკოდ დაჯდომა, რატომაც არა. თუმცა, არავის გავხსენებივართ. ახსენდებათ ისეთი ადამიანები, რომლებიც ამ სფეროში არ არიან დასაქმებული.

როდემდე შეიძლება დაგვჩაგრონ?! ეს არ არის ადამიანების უფლებების დარღვევა?! სწორია, ეს გადაწყვეტილება?! კიდევ ერთხელ არჩევნებს უნდა შევეწიროთ?! დაგვანებონ თავი.