კინოთეატრები და თეატრები აღარ გაიხსნება
კინოთეატრები და თეატრები აღარ გაიხსნება

A+ A-

12:17 09/09/2020

კინოთეატრები და თეატრები აღარ გაიხსნება. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნათია მეზვრიშვილი ავრცელებს.

მისივე თქმით, კინოთეატრები და თეატრები 1 ნოემბრამდე აღარ გაიხსნება.

ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, აღარ გაიხსნება ბავშვთა გასართობი ცენტრებიც.

შეგახსენებთ, გუშინ საქართველოში კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის 45 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო დღეს კი - 44.