რამზან კადიროვმა 21 წლის ქალიშვილი კულტურის მინისტრის მოადგილედ დანიშნა
რამზან კადიროვმა 21 წლის ქალიშვილი კულტურის მინისტრის მოადგილედ დანიშნა

A+ A-

10:25 02/09/2020

ჩეჩნეთის პრეზიდენტის 21 წლის ქალიშვილი მამამ, რამზან კადიროვმა ჩეჩნეთის კულტურის მინისტრის მოადგილედ დანიშნა.

აღნიშნული ინფორმაცია კადიროვის, „ტელეგრამის“ არხზეა გამოქვეყნებული. მამა კადიროვი აცხადებს, რომ შვილი კადიროვა „ჭეშმარიტი ჩეჩნური ღირებულებების აღდგენის მომხრეა“ და საქმეს სერიოზულად მიუდგება.

„ვიცი, რომ ის ჭეშმარიტი ჩეჩნური ღირებულებების აღდგენის მომხრეა და მთელი სერიოზულობითა და პასუხისმგებლობით მიუდგება ახალი მოვალეობების შესრულებას. დარწმუნებული ვარ, აიშატი დაკისრებულ ამოცანებს გაუმკლავდება“, – წერს ჩეჩნეთის მეთაური. ცნობისთვის, აშატ კადიროვა 21 წლისაა.

ის ჩეჩნეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე სწავლობდა.

ასევე ხელმძღვანელობდა კადიროვის მეუღლის, მედნი კადიროვას მიერ დაფუძნებულ მოდის სახლს. 2020 წელს რამზან კადიროვმა შვილი ჩეჩნეთის წინაშე დამსახურებისთვის მედლით დააჯილდოვა.