"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" უბრალოდ პარტია არ იყო და არც მომავალში იქნება - დავით საყვარელიძე
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" უბრალოდ პარტია არ იყო და  არც მომავალში იქნება - დავით საყვარელიძე

A+ A-

09:55 02/09/2020

ერთიანი ნაციონალური მოძრაობაუბრალოდ პარტია არ იყო და არც მომავალში იქნება. ამის შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორის ყოფილი პირველი მოადგილე დავით საყვარელიძე  თავის ფეისბუკ გვერდზე წერს.  ის რამდენიმე დღის წინ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან  დაკავშირებით განმარტებას აკეთებს და აცხადებს, რომ მისი ნათქვამი არასწორი ინტერპრეტაციით გავრცელდა.

დავით საყვარელიძე პრემიერობის კანდიდატობის საკითხსაც ეხება და აღნიშნავს, ნაციონალური მოძრაობა აუცილებლად იქნება ის ძალა, რომელიც პარლამენტში პრემიერ-მინისტრობის საკუთარ კანდიდატს დაასახელებს, თუმცა აქვე აფიქსირებსსაკუთარ პოზიციას გიორგი ვაშძესთან მიმართებაშუც და აღნიშნავს, რომ მისი ნათელი გონება და ენერგია საქართველოს სიბნელიდან გამოყვანას და აღმშენებლობას მოხმარდება.

„ენმში ცხოვრების მნიშვნელოვანი წლები გავატარე და მერგო პატივი, ძალიან მთულ წლებში, ბევრ ღირსეულ ადამიანთან ერთად მხარდამხარ მებრძოლა. სიმართლე გითხრათ, არც ახლა და არც აქედან შემიწყვეტია საქართველოსთვის ბრძოლა. ენმმა და მისმა ლიდერმა შეძლო შეექმნა საქართველოს ისტორიაში პორველი, თანამედროვე ქართული სახელწოფოს პირველი ჩანასახი და ეხლაც, ამდენ ქარცეცხლგამოვლილი, რჩება საქართველოს სიბნელიდან გამოყვანის მთავარ გარანტად და ფაქტორად.

კომენტარში ვთქვი და კიდევ ერთხელ აქაც გავიმეორებ, რომ საპარალლამენტო სისტემაში, პარლამენტში ხმათა უმრავლესობის მომპოვებელ ნებისმიერ პარტიას უფლება აქვს დააყენის პრემიერ-მინისტრის თავისი კანდიდატურა.

ეჭვი არ მეპატება რომ ეს პოლიტიკური ძალა სწორედ ენმი იქნება. შესაბამისად დაველოდოთ პრემიერ-მინისტრის კანდიდატურის დასახელებას. არც ისე შორია)“

რაც შეეხება გიორგი ვაშაძეს, ჩემი დიდი ხნის მეგობარია. ამ ურთიერთობას ძალიან ვაფასებ და ვუფთხილდები. ძალიან მინდა და დარწმუნებულიც ვარ, მისი ნათელი გონება და ენერგია საქართველოს სიბნელიდან გამოყვანას და აღმშენებლობას მოხმარდება. აქვე გავიმეორებ, რომ მასაც წარმატებას ვუსურვებ თავის გუბდთან ერთად. დარწმუნებული ვარ, სწორ მხარეს დადგება. საქართველოში მალე გათენდება“, -  წერს დავით საყვარელიძე სოციალურ ქსელში.