ჩინეთი ყირგიზეთის ეკონომიკაში მეტი ინვესტიციების განხორციელებას იწყებს
ჩინეთი ყირგიზეთის ეკონომიკაში მეტი ინვესტიციების განხორციელებას იწყებს

A+ A-

04:47 22/10/2018

ჩინეთის და ყირგიზეთის პრემიე-მინისტრებმა ლი კეციანმა და მუჰამედკალი აბილგაზიევმა, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცის ფარგლებში, დუშანბეში ორ ქვეყანას შორის ივნისის თვეში გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების საფუძველზე ორმხრივი თანამშრომლობის ხელშეკრულებას მოსწერეს ხელი.
პრემიერ ლის განცხადებით, ორივე ქვეყანას ეკონომიკის განვითარებისათვის თანამშრომლობის ბევრი სფერო გააჩნია, მათ შორის აბრეშუმის სარტყელის პროექტში ბიშკეკის განვითარების ინიციატივაა.
"ჩინეთი მზად არის ყირგიზეთში მეტი ინვესტირებისათვის, ისევე, როგორც კულტურისა და ხალხთა შორის ურთიერთობების განვითარების ხელშეყობისათვის. ჩინეთი ყირგიზეთის კარგი მეგობარი, პარტნიორი და მეზობელია", - აღნიშნა მან.
თავის მხრივ მუჰამედკალი აბილგაზიევმა განაცხადა, რომ ყირგიზეთი ჩინეთის პოლიტიკის აქტიური მხარდამჭერი, აბრეშუმის სარტყელის მონაწილე და "სამ ბოროტ ძალასთან - ტერორიზმი, ექსტრემიზმი და სეპარატიზმი – მებრძოლია".
მისივე თქმით, ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის, სოფლის მეურნეობის და ტურიზმის განვითარება სტრატეგიული პარტნიორობის ახალ დონეზე გადადის.