ინდოეთში მშობლებმა გოგონა ხეზე მიაბეს და გაამათრახეს
ინდოეთში მშობლებმა გოგონა ხეზე მიაბეს და გაამათრახეს

A+ A-

04:51 22/10/2018

ჩრდილო-აღმოსავლეთ ინდოეთში ოჯახის წევრებმა 18 წლის გოგო ხეზე მიაბეს და გაამათრახეს. მუსლიმი გოგო, მშობლების წინააღმდეგობის მიუხედავად, ინდუისტ შეყვარებულთან ერთად გაიპარა.

ოჯახს არ სურდა, გოგონა სხვა აღმსარებლობის ბიჭზე დაქორწინებულიყო.

მკაცრი სასჯელის შესახებ გადაწყვეტილება სოფლის საბჭომ მიიღო.