ინდონეზიაში მიწისძვრის და ცუნამის შედეგად 1763 ადამიანი დაიღუპა
ინდონეზიაში მიწისძვრის და ცუნამის შედეგად 1763 ადამიანი დაიღუპა

A+ A-

04:50 22/10/2018

ბოლო მონაცემებით, ინდონეზიაში მიწისძვრის და ცუნამის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1763-მდე გაიზარდა. 1000-მდე მეტი ადამიანი კი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა. ამის შესახებ “Deutsche Welle” იუწყება.

ინდონეზიას დასახმარებლად ჰუმანიტარული ტვირთი 11-მ ქვეყანამ გაუგზავნა.

28 სექტემბერს კუნძულ სულავესის სანაპიროზე 6.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მოგვიანებით მიწისძვრა განმეორდა და ამჯერად მისი სიმძლავრე 7.4 მაგნიტუდა იყო, რასაც ცუნამი მოჰყვა.

2 ოქტომბერს კი ცნობილი გახდა, რომ ინდონეზიაში მიწისძვრისა და ცუნამის შემდეგ ვულკანი გააქტიურდა.