შამპანურის ბოთლებით აშენებული სახლი
შამპანურის ბოთლებით აშენებული სახლი

A+ A-

04:48 22/10/2018

უკრაინის ქალაქ ზაპორიჟიეს მაცხოვრებელი, ვლადიმირ სისა 20 წლის განმავლობაში შამპანურის შუშის ბოთლებს აგროვებდა.

მისი უცნაური ჰობი გაუგებარი იყო ოჯახის წევრებისა და მეგობრებისთვის, თუმცა მოგვიანებით მიზეზიც გაიგეს.

მამაკაცს რთული მიზანი ჰქონდა ჩაფიქრებული. უნდოდა, შამპანურის ბოთლებისგან სახლი აეშენებინა.

სირთულის მიუხედავად, ოცნებაზე უარი არ უთქვა და ზუსტად 20 წელი დასჭირდა, რომ საკუთარი ხელებით შამპანურის ბოთლებისგან სახლი აეშენებინა.