შოტლანდია ისევ საპროტესტო გამოსვლებმა მოიცვა, მოსახლეობა დამოუკიდებლობას მოითხოვს
შოტლანდია ისევ საპროტესტო გამოსვლებმა მოიცვა, მოსახლეობა დამოუკიდებლობას მოითხოვს

A+ A-

04:45 22/10/2018

შოტლანდია ისევ საპროტესტო გამოსვლებმა მოიცვა. მოსახლეობა დიდი ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობას მოითხოვს.

მასშტაბურ მსვლელობას ასი ათასზე მეტი ადამიანი შეუერთდა და ხელისუფლებისგან განმეორებითი რეფერენდუმის დანიშვნა მოითხოვა.

1707 წელს შოტლანდიის პარლამენტი ინგლისის პარლამენტს შეუერთდა და დიდი ბრიტანეთის პარლამენტი გახდა.

1801 წელს კი დიდი ბრიტანეთი ირლანდიასთან გაერთიანდა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო წარმოიქმნა. თუმცაღა შოტლანდია დამოუკიდებელი სახელმწიფო არ არის, ისტორიის მანძილზე მან საკუთარი კანონმდებლობა, სკოლა და უნიკალური კულტურა შეინარჩუნა.

1999 წლიდან შოტლანდიას საკუთარი პარლამენტი აქვს. ამის მიუხედავად, ძირითადი საკითხები მაინც ვესტმისტერიდან კონტროლდება. შოტლანდიის მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს ისევ დამოუკიდებლობა სურს.

საზოგადოებრივი აზრი, დიდი ბრიტანეთის ევროაკვშირში დარჩენის ან გასვლის შესახებ მუდმივად იცვლებოდა. 2015 წლის ანალიზით ახალგაზრდა ამომრჩევლების უმრავლესობა მხარს უჭერდა ევროკავშირის წევრობას, ხოლო უფროსი თაობის წარმომადგენლები კი გასვლის მხარდაჭერები იყვნენ. თუმცა ბრექსიტის შემდეგ ვითარება შეიცვალა. შოტლანდიას ევროკავშირის შემადგენლობაში დარჩენა სურს, თუმცა დიდი ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობას მოითხოვს.