66 წლის პუტინს დაბადების დღეს ბერლუსკონი პირადად მიულოცავს
66 წლის პუტინს დაბადების დღეს ბერლუსკონი პირადად მიულოცავს

A+ A-

04:44 22/10/2018

ვლადიმერ პუტინისთვის დაბადების დღის მისალოცად მოსკოვში ბერლუსკონი ჩაფრინდა.

დღეს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს 66 წელი შეუსრულდა.იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონი მოსკოვში, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან,  ვლადიმერ პუტინთან დაბადების დღის აღსანიშნავად გაფრინდა.

„მივფრინავ დაბადების დღეზე ჩემს მეგობართან, ვლადიმერ პუტინთან. გამოვიყენებ შესაძლებლობას, რათა დავილაპარაკოთ ყველა საერთაშორისო მნიშვნელოვან პრობლემაზე“, – წერს ბერლუსკონი სოციალურ ქსელში.

ბერლუსკონის და პუტინს დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებთ. ბერლუსკონი პუტინის დაბადების დღეზე გასულ წელსაც ჩავიდა და საჩუქრად ლოგინზე გადასაფარებელი აჩუქა, რომელზეც თვითონ და პუტინი იყვნენ გამოსახულნი.

გროზნოში ვლადიმე პუტინის დაბადების დღე კი გრანდიოზული კონცერტით აღნიშნეს.

შეგახსენებთ, ვლადიმერ პუტინი დიდი ოცეულის ქვეყნების ლიდერთა შორის ყველაზე ასაკოვანთა ხუთეულში შევიდა. რუსეთის კანომდებლობის თანახმად, პუტინმა საპენსიო ასაკს გადააბიჯა.

რაც შეეხება დიდი ოცეულის ლიდერებს მასზე უფროსები არიან – ინდოეთის პრემიერი ნარენდრა მოდი (68 წ.), აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი (72), ბრაზილიის პრეზიდენტი მიშელ ტემერი (78) და საუდის არაბეთის მონარქი სალმან იბნ აბდულ-აზიზ ალ საუდი (82).

კარიერის დასაწყისში, 2000 წელს პუტინი ყველაზე ახალგაზრდა ლიდერი იყო ტონი ბლერთან ერთად (47 წ.)