აშშ-ს სენატმა სექსუალურ სკანდალში გახვეული ბრეტ კავანო უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დაამტკიცა
აშშ-ს სენატმა სექსუალურ სკანდალში გახვეული ბრეტ კავანო უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დაამტკიცა

A+ A-

04:44 22/10/2018

აშშ-ს სენატმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის კანდიდატი, ბრეტ კავანო, უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დაამტკიცა.

კავანოს სექსუალურ შევიწროებაში და გაუპატიურების მცდელობაში სამი ქალი ადანაშაულებდა.  მისმა კანდიდატურამ საზოგადოების პოლარიზაცია გამოიწვია. პროფესორმა კრისტინა ფორდმა, რომელიც კავანოს 1980-იან წლებში, როდესაც ის 15, ხოლო კავანო 17 წლის იყო, მასზე სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა, სენატის იურიდიულ კომიტეტს ჩვენება მისცა, ისევე როგორც თავად კავანომ. გამოძიებათა ფედერალურმა ბიურომ კავანოს კურსელები გამოკითხა და სენატს ანგარიში გადასცა. სექსუალური ძალადობის ბრალდებების მიუხედავად, კანდიდატმა ორივე პარტიიდან მხარდაჭერა მოიპოვა. კანდიდატურა 50 ხმით 48-ის წინააღმდეგ დაამტკიცეს. ბრეტ კავანოს არჩევა უკვე მიულოცა დონალდ ტრამპმა და მას დიდებული ადამიანი უწოდა.

კავანომ ფიციც დადო და შესაბამისად, უზენაესი სასამართლოს 9 კაციანშემადგენლობას უვადოდ შეუერთდა.

კენჭისყრა სენატში მასშტაბური საპროტესტო აქციების ფონზე მიმდინარეობდა. კაპიტოლიუმის შენობასთან ერთმანეთის გვერდი გვერდ ტრამპის ადმინისტრაციის მომხრეები და მოწინააღმდეგეები იყვნენ შეკრებილები. აქცია დაპირისპირებაში გადაიზარდა.

პოლიციამ 160-მდე ადამიანი დააკავა.