ლატვიის საპარლამენტო არჩევნებში პრორუსული ძალა ლიდერობს
ლატვიის საპარლამენტო არჩევნებში პრორუსული ძალა ლიდერობს

A+ A-

04:43 22/10/2018

ლატვიაში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში, წინასწარი მონაცემებით, პრორუსული ძალა, სოციალ-დემოკრატიული პარტია “თანხმობა” იმარჯვებს, რომელიც რუსულენოვანი მოსახლეობის ინტერესების გამტარებელია.

წინასწარი მონაცემებით რიგის მერის, ნიკ უშაკოვის სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ ამომრჩეველთა ხმების 19,91 % მიიღო. მეორე ადგილზე არიან პოპულისტები – 14,07%-იანი მხარდაჭერით. მესამეზე კი – ახალი კონსერვატორების პარტია 13,6%-ით.

არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით, პარლამენტში ასევე მოხვდებიან ოთხი პოლიტიკური გაერთიანების წევრები.

ამასთან, როგორც შედეგებიდან ჩანს, ლატვიის მმართველი კოალიცია, რომელიც სამი პარტიისგან შედგებოდა, საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობას დაკარგავს.

საპარლამენტო არჩევნები ლატვიაში გუშინ გაიმართა. ამომრჩეველთა აქტივობამ 54,51% შეადგინა.