საუდის არაბეთის საკონსულოში The Washington Post-ის ჟურნალისტი მოკლეს
საუდის არაბეთის საკონსულოში The Washington Post-ის ჟურნალისტი მოკლეს

A+ A-

04:42 22/10/2018

ამერიკული გამოცემა The Washington Post-ის მიმომხილველი საუდის არაბეთის საკონსულოში მოკლეს. ჯამალ ჰაშაღი თურქეთში არაბეთის გენერალურ საკონსულოში ვიზიტის შემდეგ გაუჩინარდა. ოფიციალური ანკარა ვარაუდობს, რომ ის მოკლულია. ამის შესახებ BBC იტყობინება.

ჟურნალისტი საუდის არაბეთის მოქალაქეა. 2 ოქტომბერს ჯამალ ჰაშაღი სტამბოლში საუდის არაბეთის გენერალურ საკონსულოში მივიდა. მას შემდეგ, რაც საკონსულოს თანამშრომლები მას ტელეფონით დაუკავშირდნენ და გარკვეული დოკუმენტების ხელმოწერის მიზნით საკონსულოში მისვლა სთხოვეს. ამის შემდეგ მისი კვალი იკარგება. ჟურნალისტის მეუღლე ამბობს, რომ ის ქმარს საკონსულოსთან ელოდა, თუმცა ჰაშაღი შენობიდან აღარ გამოსულა.

ჰაშაღი წარმოშობით საუდის არაბეთიდანაა. ჟურნალისტი ერ-რიადის მიმართ კრიტიკული განცხადებებით არის ცნობილი. 2017 წელს მან სამშობლო დატოვა და საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდა.

სამთავრობო წყარომ BBC-ს განუცხადა, რომ გამოძიება ჟურნალისტის მკვლელობის შესახებ მიანიშნებს. საუდის არაბეთი ბრალდებებს უარყოფს და განმარტავს, რომ The Washington Post-ის მიმომხილველის, ჯამალ ჰაშაღის ძებნას არ წყვეტს.