ღვთისმშობელმა მოგვცეს სულიერი სიმშვიდე - პრეზიდენტი საქართველოს მარიამობას ულოცავს
ღვთისმშობელმა მოგვცეს სულიერი სიმშვიდე - პრეზიდენტი საქართველოს მარიამობას ულოცავს

A+ A-

10:06 28/08/2020

საქართველოს პრეზიდენტი სრულიად საქართველოს მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს.

"გილოცავთ მარიამობას! ღვთისმშობლის მადლი გფარავდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს !
ღვთისმშობელმა მოგვცეს სულიერი სიმშვიდე, დაგვაძლევინოს სიძულვილი, აგრესია და მისგან გამოწვეული ძალადობა!

ფარავდეს ჩვენ ახალგაზრდებს, ჩვენ შვილებს!და მოგვანიჭოს ძალა ურთიერთ ატანისა და გატანისა!", - წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.