ცნობილი საოპერო მომღერალი მონსერატ კაბალიე გარდაიცვალა
ცნობილი საოპერო მომღერალი მონსერატ კაბალიე გარდაიცვალა

A+ A-

04:42 22/10/2018

85 წლის ასაკში ცნობილი საოპერო მომღერალი, სოპრანო მონსერატ კაბალიე ბარსელონაში, ერთ-ერთ კლინიკაში გარდაიცვალა, – ინფორმაციას ესპანური მედია ავრცელებს.

მომღერალი საავადმყოფოში ბოლო ერთი თვის განმავლობაში იმყოფებოდა. მას ნაღვლის ბუშტის ქრონიკული დაავადება ჰქონდა.

არსებული ინფორმაციით, მონსერატ კაბალიეს 8 ოქტომბერს დაკრძალავენ.

მონსერატ კაბალიეს საოპერო კარიერა 50 წელს ითვლის. მისი წარმოდგენები იმართებოდა „მეტროპოლიტენ ოპერაში“, სან ფრანცისკოსა და ვენის ოპერის სახელმწიფო თეატრებში.

საოპერო მომღერალი ასევე ცნობილია ერთობლივი ალბომით ჯგუფ Queen-ის ვოკალისტ ფრედი მერკურთან ერთად.