შეაფარეთ თავი მაგიდების ან სხვა მყარი ავეჯის ქვეშ - აშშ-ს ქარიშხალმა "ლაურამ" გადაუარა

ამერიკის შეერთებულ შტატებს ქარიშხალმა “ლაურამ“ გადაუარა, რამაც შტატებში წყალდიდობა გამოიწვია.
აღნიშნულ ინფორმაციას აშშ-ის ქარიშხლების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
„შეაფარეთ თავი მაგიდების ან სხვა მყარი ავეჯის ქვეშ, თავები და სხეულები საბნებით, ლეიბებითა და ბალიშებით დაიფარეთ,“ - ნათქვამია ქარიშხლების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის, სტიქიის გამო შტატებში 290 000-მდე ოჯახი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.