რეგულაციები და რეკომენდაციები, რომელთა დაცვაც თეატრებს მოუწევთ
რეგულაციები და რეკომენდაციები, რომელთა დაცვაც თეატრებს მოუწევთ

A+ A-

13:40 26/08/2020

რა რეგულაციებისა და რეკომენდაციების დაცვა მოუწევთ თეატრებს გახსნის შემთხვევაში, უკვე ცნობილია.

როგორც შრომის ინსპექციის სამსახურის ხელმძღვანელმა, ბექა ფერაძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა, თეატრში მომხმარებლის ყოფნის მაქსიმალური დრო 3 საათი იქნება.

უკვე შემუშავებული რეკომენდაციების ჩამონათვალი ასეთია:

1. თეატრში დაშვება მოხდება პირბადით;

2. თითო სკამის გამოტოვებით მოხდება ადამიანების განთავსება;

3. 5 კვ.მ-ზე იქნება ერთი ადამიანის დაშვება;

თეატრში მომხმარებლის ყოფნის მაქსიმალური დრო 3 საათი იქნება ეს მოიცავს, როგორც მომხმარებლის შესვლის, ასევე შენობის დატოვების პროცესს. ღონისძიებები უნდა გაიმართოს უწყვეტად, ანტრაქტის გარეშე.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას ცნობით, სკოლები და კინოთეატრები 15 სექტემბრიდან, ბაგა-ბაღები კი, 1 ოქტომბრიდან გაიხსნება.