3 თვეში მთავრობის სამივლინებო ხარჯმა 16 მილიონს მიღწია
3 თვეში  მთავრობის სამივლინებო ხარჯმა 16 მილიონს მიღწია

A+ A-

16:16 14/08/2020

2020 წლის 3 თვეში (იანვარი, თებერვალი, მარტი) მთავრობის სამივლინებო ხარჯმა 15,9 მლნ ლარი შეადგინა. ამის შესახებ აუდიტის სამსახურის ბიუჯეტის მონიტორინგშია აღნიშნული. ამავე მონაცემების მიხედვით, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს თანხა 18,3 მლნ ლარი იყო.

რაც შეეხება კონკრეტული უწყებების მიერ გაღებულ სამივლენებო ხარჯებს, ყველაზე მეტი თანხა თავდაცვის, შინაგან საქმეთა და განათლების სამინისტროებმა დახარჯეს.

თავდაცვის სამინისტრო - 1.2 მლნ ლარი

შინაგან საქმეთა სამინისტრო - 890,049 ლარი

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო - 760,496 ლარი

მთავრობის ადმინისტრაცია - 613,003 ლარი

საქართველოს პარლამენტი და მასთან არსებული ორგანიზაციები - 541,793 ლარი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო - 483,722 ლარი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო - 361,980 ლარი

საგარეო საქმეთა სამინისტრო - 326,805 ლარი

ფინანსთა სამინისტრო - 268,446 ლარი

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია - 251,545 ლარი

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - 223,255 ლარი

იუსტიციის სამინისტრო - 109,747 ლარი

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო - 69,375 ლარი

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი - 22,651 ლარი