"საქართველოს ადგილმდებარეობა არის წყარო მისი ეკონომიკური ზრდის, სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის"
"საქართველოს ადგილმდებარეობა არის წყარო მისი ეკონომიკური ზრდის, სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის"

A+ A-

17:24 13/08/2020

"საქართველოს ადგილმდებარეობა არის წყარო მისი ეკონომიკური ზრდის, სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის", - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა ვიდეოკონფერენციაზე "საქართველო და მისი სამეზობლო"განაცხადა. მისივე განცხადებით, საქართველოსა და ამერიკის პარტნიორობა კულტურულ, ეკონომიკურ და ბიზნეს საკითხებზე მუშაობით გაფართოვდება.

"მე და სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის მოადგილემ განვიხილეთ რეგიონში სტაბილურობისა და კეთილდღეობის საკითხები. ვაგრძელებთ საქართველოსთან მუშაობას. ვეთანხმები განცხადებას, რომ საქართველოს ადგილმდებარეობა არის წყარო მისი ეკონომიკური ზრდის, ასევე მისი სტაბილურობისთვისა და უსაფრთხოებისთვის. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა გაფართოვდება კულტურულ-ეკონომიკურ ბიზნეს საკითხებზე მუშაობით. ამ საკითხებზე აქტიურად ვთანამშრომლობთ", - განაცხადა კელი დეგნანმა.