საქართველოში მიწისძვრა მოხდა, ეპიცენტრი ოკუპირებულ აფხაზეთში იყო
საქართველოში მიწისძვრა მოხდა, ეპიცენტრი ოკუპირებულ აფხაზეთში იყო

A+ A-

12:50 12/08/2020

საქართველოში მიწისძვრა მოხდა, რომლის ეპიცენტრი ოკუპირებულ აფხაზეთში იყო.

ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი–სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. 3.7 მაგნიტუდის მიწისძვრა თბილისის დროით 11:31 საათზე მოხდა.

მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ტყვარჩელის ჩრდილოეთით, 31 კმ-ში, სოფელ მარჯვენა პტიშიდან კი, ოთხ კმ-ში იყო.