ლევან თოფაძეს დღეს გამოკითხავენ
ლევან თოფაძეს დღეს გამოკითხავენ

A+ A-

10:48 11/08/2020

გოგი თოფაძის დაჭრილ შვილიშვილს, ლევან თოფაძეს, სამართალდამცველები დღის მეორე ნახევარში გამოკითხავენ. იგი რამდენიმე დღის წინ გაწერეს საავადმყოფოდან და მკურნალობას სახლში აგრძელებს.

"ლევან თოფაძის მდგომარეობა, მიუხედავად იმისა, რომ სახლში გაწერეს, მაინც არასახარბიელოა. იგეგმება მისი გამოკითხვა, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ექიმებთან შესაბამისი რეაბილიტაციის კურსები უნდა გაიაროს, სავარაუდოდ, სამართალდამცველები დღის მეორე ნახევარში გამოკითხავენ, უკიდურეს შემთხვევაში კი ზეგ,"- განაცხადა ლევან თოფაძის ადვოკატმა, გიორგი ანთაძემ.

ცნობისათვის, ლევან თოფაძეს ცივი იარაღით 4 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. მას ორი ოპერაცია ჩაუტარდა. მის დაჭრაში ეჭვმიტანილი, საქართველოს ყოფილი პრემიერის, ზურაბ ჟვანიას შვილი ბუსა ჟვანიაა. მას გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავება. ჟვანიას სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ინციდენტი 2 აგვისტოს თოფაძის სახლში მოხდა.