ჩინეთის ორ სოფელში შავი ჭირის კარანტინი დაწესდა
ჩინეთის ორ სოფელში შავი ჭირის კარანტინი დაწესდა

A+ A-

10:33 11/08/2020

შაბათს, ჩინეთმა, მას შემდეგ, რაც შიდა მონღოლეთის რეგიონის სოფლის მცხოვრები ბუბონური შავი ჭირით გარდაიცვალა, კარანტინში კიდევ ერთი სოფელი მოაქცია. ეს, ბოლო ორი დღის განმავლობაში, რეგიონში მეორე საკარანტინო ჩაკეტვაა.

ბეიანანოერის ჯანდაცვის კომისარიატის განცხადების თანახმად, პარასკევს, ადგილობრივი პაციენტი, საუკუნოვანი ასაკის დაავადებით გამოწვეული შინაგანი ორგანოების უკმარისობით გარდაიცვალა. ის, ამ თვის განმავლობაში მეორე მსხვერპლი გახდა შავი ჭირის, რომელიც ჩრდილოეთ ჩინეთის ამ რეგიონში გამოჩნდა.

კომისარიატის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია: “გარდაცვლილის საცხოვრებელი დაკეტილია და ყოვლისმომცველი ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს.”

ჩაკეტვის პირველი შემთხვევის შესახებ ხუთშაბათს, მეზობელ ქალაქში გამოაცხადეს, როდესაც ბაოტოუს ჯანდაცვის კომისარიატმა გამოაცხადა, რომ სოფლის მცხოვრები მიმოქცევის სისტემის უკმარისობით გარდაიცვალა.

ჯანმოს მიხედვით, ბუბონური შავი ჭირი უაღრესად ინფექციური და ხშირად სასიკვდილო დაავადებაა, რომელსაც ჯეროვანი მკურნალობის არარსებობის შემთხვევაში სიკვდილობის 30-დან 100 პროცენტამდე მაჩვენებელი აქვს”.

ორივე ქალაქის ხელისუფლებამ, დაავადების გავრცელების აღსაკვეთად, 2020 წლის ბოლომდე მესამე დონის გაფრთხილება გამოაცხადა, რომელიც ოთხ-დონიანი სისტემის მეორე ქვედა დონეა.

დაავადებას მეტწილად მღრღნელები ავრცელებენ, თუმცა ორივე ქალაქის ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ ადამიანიდან ადამიანზე გადაცემაც შესაძლებელია. განცხადებაში ნათქვამია: “ამჟამად ჩვენს ქალაქში შავი ჭირის ადამიანებზე გადაცემის რისკი არსებობს”.

კომისარიატებმა გამოაცხადეს, რომ პაციენტების ყველა უახლოესი და მეორადი კონტაქტი კარანტინში მოაქციეს. მათ ასევე მოსახლეობას ურჩიეს გარეულ ცხოველებთან კონტაქტი შეამცირონ, მოერიდონ ნადირობას, გატყავებას და ცხოველების ჭამას, რასაც ინფიცირება.

შეეძლება.

ბოლო წლებში, ჩინეთში ასეთი შემთხვევები სულ უფრო იშვიათი ხდებოდა. ჩინეთის ეროვნული ჯანდაცვის კომისარიატის თანახმად, 2019 წელს 5 შემთხვევა აღირიცხა, რომელიც ერთი გარდაცვალებით დასრულდა. მსოფლიოში ყოველწლიურად ათასიდან ორ ათასამდე შემთხვევა აღირიცხება, რომელსაც ჯანმოს ატყობინებენ.

წყარო: ამერიკის ხმა