საქართველოში კორონავირუსით კიდევ 14 ადამიანი დაინფიცირდა, 44 კი გამოჯანმრთელდა
საქართველოში კორონავირუსით კიდევ 14 ადამიანი დაინფიცირდა, 44 კი გამოჯანმრთელდა

A+ A-

10:11 11/08/2020

საქართველოში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ვებგვერდის მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1264 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 44 პაციენტი – განკურნებულთა რაოდენობა სულ 1054-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6930 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 263.