აშშ-ის არჩევნებში დემოკრატები ერევიან - დონალდ ტრამპი
აშშ-ის არჩევნებში დემოკრატები ერევიან - დონალდ ტრამპი

A+ A-

10:04 11/08/2020

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-ის არჩევნებში დემოკრატები ერევიან, როდესაც ფოსტით ხმის მიცემას ითხოვენ. ამის შესახებ განცხადება დონალდ ტრამპმა ტრადიციულ ბრიფინგზე გააკეთა, როდესაც ჟურნალისტმა მას აშშ-ის ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელის მიერ რუსეთის არჩევნებში ჩარევის შესახებ გაკეთებულ განცხადებაზე კომენტარის გაკეთება სთხოვა.

„მათ თქვეს, რომ არჩევნებში ჩინეთი, რუსეთი, ირანი და სავარაუდოდ სხვებიც ერევიან, მაგრამ ყალბი ამბების გამო ისინი მიიჩნევენ, რომ რუსეთი ამას ყველაზე უკეთ აკეთებს. მე გეტყვით, ვინ ერევა ჩვენს არჩევნებში – ამას დემოკრატები აკეთებენ, როდესაც სურთ და ითხოვენ ფოსტით ხმის მიცემას, როდესაც ყველაგან კორუფციაა“, – განაცხადა ტრამპმა.

შეგახსენებთ, დემოკრატები პანდემიის გამო ფოსტით ხმის მიცემის მეთოდის დანერგვას მხარს უჭერენ, ხოლო ტრამპი მიიჩნევს, რომ ამ გზით ხმის მიცემა 2020 წლის არჩევნების ლეგიტიმურობას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს.