ლარმა კვირა გამყარებით დაიწყო
ლარმა კვირა გამყარებით დაიწყო

A+ A-

17:12 10/08/2020

10 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.0743 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0758 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.15 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.6138 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.6356 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 2.18 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.4203 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 4.0061 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 11 აგვისტოდან შევა ძალაში.